სიახლეები
"პონტე ვეკიო" VICENZAORO-ს გამოფენაზე

"პონტე ვეკიო" VICENZAORO-ს გამოფენაზე

"VICENZAORO FIRST" - ეს გახლავთ უდიდესი საერთაშორისო გამოფენა საიუველირო სფეროში,რომელიც 1949 წლიდან ტარდება იტალიის ქალაქ ვინჩენცაში და მასზედ მოხვედრა ძალიან პრესტიჟულია,ვინაიდან გამოფენაზე მონაწილეობას იღებენ ამ სფეროში მოღვაწე საიუველირო გრანდები. 2016 წელს გამოფენაში მონაწილეობას 780 მდე საიუველირო კომპანია და 2000 მდე დელეგატი იღებდა.

საქართველოში მყოფი იტალიის სავაჭრო პალატის ინიციატივით, საიუველირო გელერეა-ბუტიკმა “პონტე ვეკიომ” მიიღო მონაწილეობა ამ უდიდეს გამოფენაში. გამოფენაზე ბევრი საინტერესო შეხვედრა შედგა, გაიმართა მოლაპარაკებები, რის შედეგადაც ხელი მოეწერა რამოდენიმე მნიშვნელოვან ხელშკრულებას.

თუ რა სიურპრიზებს უმზადებს გალერეა-ბუტიკი “პონტე ვეკიო” თავის გემოვნებიან მომხმარებელს, სულ მალე გაიგებთ. ჩვენი მხრიდან გვინდა იცოდეთ, რომ კომპანიის მფლობელები და თანამშრომლები არ იშურებენ ძალას, რომ საქართველოში იყოს წარმოდგენილი მსოფლიოს საუკეთესო ბრენდები და ნაკეთობები, უახლესი კოლექციები, ევროპაზე დაბალ ფასად. ასევე აღსანიშნავია, რომ “პონტე ვეკიოს” ინტერიერის დიზაინმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა უცხოური ექსპერტების მხრიდან. ელოდეთ სიახლეებს!

09.07.2016