ჩვენს შესახებ

გალერეა-ბუტიკი "პონტე ვეკიო"  გაიხსნა 2015 წლის 1 ოქტომბერს,მაღაზიის სახელწოდება უკავშირდება, ფლორენციის თვალსაჩინო სიმბოლოს, ისტორიულ ამავე სახელწოდების ხიდს,რომელზეც საუკუნეების მანძილზე ვაჭრობენ ძვირფასი სამკაულებით.
გალერეაში წარმოდგენილია ძირითადად,იტალიური, კერძოდ ფლორენციული საიუველერიო სკოლის სისადავით, დახვეწილობითა და მშვენიერებით გამორჩეული ძვირფასი ნაკეთობები რომლითაც ისინი განსხვავდება სხვა  ევროპული საიუველერიო სკოლებისაგან, ნაკეთობებში გამოყენებულია მხოლოდ მაღალი ხარისხის ოქრო და ძვირფასი თვლები. 

ბუტიკის მინიმალისტური ინტერიერი ქალაქში იშვიათია.სიმყუდროვისა და სიმკაცრის შერწყმის,მუქ ფერებში გადაწყვეტილი გალერეის კედლებში გამოფენილია,იტალიური და მსოფლიო პრემიუმ კლასის საიუველერიო ნაწარმი,რომელიც წარმოდგენილია თითოეულ ეგზემპლიარში,რაც ასევე მეტ ხიბლს მატებს. 

გალერეის გამოცდილი პერსონალისთვის მთავარი მიზანია,თავის ძვირფასს მომხმარებელს შესთავაზოს,მხოლოდ მაღალი ხარისიხის ოქრო და რაც მთავარია ძვირფასი ქვები,რომლებიც მოქცეულნი არიან ულამაზეს დახვეწილ ნაკეთობებში!